ახალი ამბები | , ,

27 იანვარს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

27 იანვარი, 2017 | | 3056
27 იანვარს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 27 იანვარს, ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

[checklist]

  •  გომისაჩხერეჭიათურაზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის გუდაურიკობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
  • თოვის, ძლიერი ქარბუქის და ლიპყინულის გამო, კოდაფარცხისიმანგლისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ახალციხენინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისიტყიბულიამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72  (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი