ახალი ამბებისამართალი

რუსული ბანკიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვაში ქართველს ადანაშაულებენ

26 იანვარი, 2017 •
რუსული ბანკიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვაში ქართველს ადანაშაულებენ

Financial Times-ის ცნობით, მისი განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი. 33 წლის გერსამიას ბრალად ედება თანამზრახველებთან ერთად რუსული ბანკ “ოტკრიტიეს” ანგარიშებიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვა.

სასამართლო გერსამიასთან ერთად განიხილავს მისი მთავარი თანამზრახველის, ჯორჯ ურუმოვის საქმესაც.

ვლადიმერ გერსამია

ვლადიმერ გერსამია

2011 წელს ურუმოვი ბანკ “ოტკრიტიეში” მუშაობდა, გერსამია კი, კომპანია Threadneedle Asset Management-ში. ურუმოვმა გერსამიასთან წინასწარი შეთანხმებით, რუსული ბანკის სახელით, 213 მილიონ არგენტინულ პესოდ (რაც იმდროინდელი კურსით 53 მილიონ დოლარს შეადგენდა) ერთ-ერთი არგენტინული კომპანიის ობლიგაციები შეისყიდა. მაგრამ Otrkritie Group-ის მესვეურებს უთხრეს, რომ ობლიგაციებში 213 მილიონი არგენტინული პესო კი არა, 213 მილიონი დოლარი გადაიხადეს. თანაც დაჰპირდნენ, რომ Threadneedle Asset Management, სადაც გერსამია იმ დროს მუშაობდა, ამ აქციებს უფრო მაღალ ფასად შეისყიდიდა. ამ გზით ჯგუფმა მილიონობით დოლარი მოიპოვა და მოგვიანებით მის გათეთრებას შეეცადა.

ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ გერსამიას მშობლები და ნათესავები. ამ ფულის ნაწილი საქართველოშიც მოხვდა.

“აი, ფაქტი” ამ დანაშაულის შესახებ 2016 წლის ივნისშიც წერდა. მეტი დეტალები საქმის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენი გამოძიებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი