ნეტგაზეთი | 27 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი 27 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი – Netgazeti
RU | GE  

27 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი

გარეემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, 27 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც მაღალმთიან რაიონებში ისე დაბლობსა და ბარში, ტემპერატურის ვარდნა, ყინვები და თოვლია მოსალოდნელი.

27 იანვრიდან დაბლობსა და ბარში დღის ტემპერატურა -1 /-4 გრადული ყინვაა. გვაზავას განცხადებით, 28 იანვარს ყინვა გაძლიერდება დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, ღამით მოსალოდნელია 0/ -5 გრადუსი ყინვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა -1/ -6 გრადუსამდე დაეცემა.

პროგნოზის თანახმად, 28 იანვარს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექის სახით თოვლს ელოდებიან. როგორც დოდო გვაზავა ამბობს, შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, თოვა ინტენსიური იყოს.  თოვლი და ყინვა 31 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com