ახალი ამბები

ПИК- ის გენერალური დირექტორი არხის დახურვასთან დაკავშირებით ვერ საუბრობს

20 ოქტომბერი, 2012 •
ПИК- ის გენერალური დირექტორი არხის დახურვასთან დაკავშირებით ვერ საუბრობს

“დღეს კომენტარისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე. ამ დროისთვის თანამშრომელთა ნაწილს შეხვდი და ნაწილთან კიდევ მაქვს დაგეგმილი შეხვედრები. ველაპარაკები ასევე ჩვენს კოლეგებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან გვყავდა მოწვეული, ის მთავარი ვარსკვლავები, ვინც ჩვენს ტელევიზიაში მუშაობდენენ”, – განაცხადა ალექსანდრე ფარულავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეკომპანია “პიკთან” კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. 

 

განცახდების მიხედვით ირკვევა, რომ 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია „პიკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ფარულავამ მიმართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და „პიკს“ შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი