აღნიშნული განცხადება მან ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე გააკეთა.
ინფორმაციას პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ საქართველოში გამართული არჩევნების თაობაზე ისაუბრეს.
რუმინეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ნატოში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს გაიმართა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.