“გალფის”მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ჯიბლაძის ინფორმაციით, კომპანიამ ფასი სამ პროდუქტზე შეამცირა: “მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს.”
ჯიბლაძის ინფორმაციით, “გალფის” ქსელში სუპერი- 2.27 ლარი, პრემიუმი – 2,24 ლარი, ევრო-დიზელი – 2,26 ლარი ღირს.
“ფასების კლება ახლა იმიტომ მოხდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე აღინიშნებოდა გუშინ და გუშინწინ ფასების კლება. ამის მიხედვით ვცვლით ფასებს და ასევე ჩვენი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია საწვავის ფასებთან დაკავშირებით” – ამბობს ჯიბლაძე.
“გალფი” საწვავს კვლავ “სოკარისგან” ყიდულობს. “მომწოდებელი იგივე რჩება. ჩვენ შემოგვაქვს დიზელი აზერბაიჯანიდან და ევროპიდან, ასევე სხვა პროდუქტები” – ამბობს ჯიბლაძე.