ახალი ამბები

ივანიშვილი : ‘იმედი’ ოჯახს ვალების გარეშე უნდა დაუბრუნდეს

18 ოქტომბერი, 2012 • • 1080
ივანიშვილი : ‘იმედი’ ოჯახს ვალების გარეშე უნდა დაუბრუნდეს

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტელეკომპანია ოჯახს დაუბრუნდა.  ამავე დღეს”იმედის” მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ თანამდებობა  დატოვა.  17 ოქტომბერს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ტელეკომპანიაში მივიდნენ გიორგი არველაძესთან შეხვედრა გამართეს. არხის გადაბარების პროცესი დაწყებულია.

 

არველაძესთან და არხის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის დამ მზია თოთლაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ 17 ოქტომბრის შეხვედრაზე ტელეკომპანიის ვალთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ხოლო  “იმედის” მომავალ მუშაობას  პატარკაციშვილების ოჯახი უზრუნველყოფს ფინანსურად. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა  15 ოქტომბერს განაცხადა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელემაუწყებლებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდებათ.

 

მიმდინარე წლის ივლისში შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე რამდენიმე საათით გამოქვეყნდა ინფორმაცია ტელეკომპანიების დავალიანების შესახებ, მოგვიანებით კი აღნიშნული ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდიდან გაქრა.

 

ტელეკომპანია “მაესტროს” ცნობით, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტისადმი დავალიანება 14 მილიონამდე ლარის ოდენობით აქვს ტელეკომპანია “იმედს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი