პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად “ქართული ოცნება” რამდენიმე კანდიდატს განიხილავს და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, წარადგენენ თუ არა ამ თანამდებობაზე მანანა კობახიძეს:
“თუ მანანა კობახიძის კანდიდატურა დასახელდება, ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვის დავასახელებთ. სხვა კანდიდატურებიც განიხილება. ამ საკითხზე ჯერ მკაფიო სურათი არ გვაქვს. უახლოეს მოამვალში გააკეთებს ფრაქცია განცხადებას,” – ამბობს გიორგი ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა სექტემბრიდან ვაკანტურია. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარადგინა ზაზა რუხაძე, თუმცა რუხაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
