ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციები გაიმართა.

“როიტერის” ცნობით, შავ ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანების ჯგუფმა, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 500 იყო, ვაშინგტონში მდებარე კაპიტალიზმის ამერიკულ სიმბოლოებს: ამერიკის ბანკის ფილიალსა და მაკდონალდის რესტორანს დაესხნენ თავს და ჩაამსხვრიეს შუშები.

ტრამპის მოწინააღმდეგეთა სხვა ჯგუფებიც იყვნენ შეკრებილი ვაშინგტონის ქუჩებში, რომლებიც ტრამპის საწინააღმდეგო სლოგანებს ყვიროდნენ, მათ შორის იყო ასეთიც: “შევაშინოთ რასისტები კვლავაც”, რაც ტრამპის სლოგანის “დავუბრუნოთ დიდება ამერიკას” გადაკეთებული ვარიანტია.

როიტერის ცნობით, 90 წუთით ადრე, სანამ ტრამპი ფიცს დადებდა, კაპიტოლიუმიდან 2 კილომეტრის მოშორებით პოლიცია დაუპირისპირდა აქციის მონაწილეების ჯგუფს, რომელთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

აღნიშნული დაპირისპირების შესახებ CNN იუწყება, რომ 2 პოლიციელი დაშავდა და აქციის დაახლოებით 100 მონაწილეა დაკავებული. მედიასაშუალების ცნობით, დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით 2 საათისთვის 95 ადამიანი დააკავეს.

Usa Today კი წერს, რომ აქციები გაიმართა ნიუ იორკში, დონალდ ტრამპის საცხოვრებელთან, სადაც ათასამდე მონაწილე მივიდა, მათ შორის მსახიობები: რობერტ დენირო, შერი და სხვები.

გთავაზობთ, ევროპის პრესფოტოსააგენტოს ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდება:

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგოდ აქცია გაიმართა ვაშინგტონში. 20.01.2017 EPA/CJ GUNTHER
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგოდ აქცია გაიმართა ვაშინგტონში. 20.01.2017 EPA/CJ GUNTHER
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგოდ აქცია გაიმართა ვაშინგტონში. 20.01.2017 EPA/CJ GUNTHER
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგოდ აქცია გაიმართა ვაშინგტონში. 20.01.2017 EPA/CJ GUNTHER
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კაპიტოლიუმის წინ ინაუგურაციის შემდეგ. 20.01.2017 EPA/Rob Carr / POOL
ობამას ფოტოს აწერა “იმედი”, ხოლო ტრამპის ფოტოს “უიმედობა”. სტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. 20.01.2017
ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა გერმანიაში ინაუგურაციის დღეს. 20.01.2017 EPA/OLIVER WEIKEN
ტრამპის ესკორტი პენსილვანიის გამზირზე მიემართება კაპიტოლიუმის შენობისკენ სადაც ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. 20.01.2017. EPA/RICKY CARIOTI / POOL
დონალდ ტრამპი დებს ფიცს საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე. 20.01.2017. EPA/ JUSTIN LANE
დონალდ ტრამპი დებს ფიცს საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე. 20.01.2017. EPA/JIM LO SCALZO
პირველი ლედი მიშელ ობამა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. 20.01.2017. EPA/JUSTIN LANE
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ხვდება ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ტრამპის ინაუგურაცია. 20.01.2017EPA/SHAWN THEW
დონალდ ტრამპი ინაუგურაციაზე. 20.01.2017. EPA/JUSTIN LANE
ოჯახი უყურებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას. რუსეთის, სანკტ-პეტერბურგი. 20.01.2017. EPA/ANATOLY MALTSEV
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. 20.01.2017. EPA/

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *