ახალი ამბები

თბილისის მერიამ დეპუტატ გიორგი მოსიძეს ბიუროს მოსაწყობად ფართი მიაქირავა

20 იანვარი, 2017
თბილისის მერიამ დეპუტატ გიორგი მოსიძეს ბიუროს მოსაწყობად ფართი მიაქირავა

დღეს, 20 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა პარლამენტარ გიორგი მოსიძისთვის ფართის იჯარით გადაცემას.

ვარკეთილის მესამე დასახლების მეორე მიკრორაიონის 30-ე კორპუსის პირველ სართულზე არსებული 96 კვადრატული მეტრი მოსიძეს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მოსაწყობად გადაეცა.

ფართი მოსიძეს 2020 წლის 1 ნოემბრამდე გადაეცემა თვეში 315 ლარად (წლიური 3780 ლარი).

აღნიშნული ფართი თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაშია. გიორგი მოსიძე მე-11 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი