ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 1.5 თეთრით გაუფასურდა

20 იანვარი, 2017 • 3421
ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 1.5 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 21 იანვრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 1.5 თეთრით (0.0139 პუნქტით) გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში უცვლელი დარჩა. ხვალ ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6763 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევრო – 2.8457 ლარი.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6624 ლარია, ხოლო ერთი ევრო 2.8440 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი