ახალი ამბები

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

18 იანვარი, 2017 • 1489
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

20 იანვარს თბილისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.

ვიზიტის პირველ დღეს კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის დელეგაცია საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ და უმცირესობაში შემავალ ფრაქციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი