ახალი ამბები

უგულავას თქმით, წარსულის შეფასებაში სააკაშვილთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ

17 იანვარი, 2017 •
უგულავას თქმით, წარსულის შეფასებაში სააკაშვილთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ

გიგი უგულავა აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, და მიხეილ სააკაშვილს ფუნდამენტური განსხვავები აქვთ წარსულის შეფასებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ უგულავამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა:

“წარსულის შეფასებაშიც ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს.  გულწრფელები რომ ვიყოთ, მუდმივი არაღიარება და [თქმა] იმისა, რომ არაფერი მომხდარა, ცუდი არაფერი ყოფილა… [ცუდი] იყო, როგორ არ იყო? ერთმანეთს ხბოს აღტაცებით [ხომ არ უნდა] ველაპარაკოთ, არ დაგიჯერებს, უბრალოდ, ხალხი… რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, ამაზე თუ არ თქვი, თუ არ იგრძნო ადამიანმა, რომ შენ ამას მართლა ნანობ და ფიქრობ გამოსწორებაზე… არას თქმა და ყოველთვის [იმის გამეორება, რომ] სხვა არის დამნაშავე და შენ არა, ასე ჯორზე შეჯდომით წინ ვერ წახვალ, ეს განსხვავებები იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე რამეს ემჯნება. რანაირად უნდა გავემიჯნო ჩემს წარსულს, წარსული არასდროსაა მკვდარი, ის ყოველთვის ცოცხალია. საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს კარგიც, ცუდიც… ცუდი თუ ახსოვს, უნდა ელაპარაკო: ეს არასწორია, ის სწორია, ამას ვნანობ და მინდა, რომ ეს გამოვასწორო. ეს არის პოლიტიკა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი