ახალი ამბები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანიშვილს მიულოცა

11 ოქტომბერი, 2012 • 1108
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანიშვილს მიულოცა

ლორენ ფაბიუსსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ლიდერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ლორენ ფაბიუსმა ხაზი გაუსვა აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს  დემოკრატიული განვითარების გზაზე.

 

სატელეფონო საუბრისას ლორენ ფაბიუსმა და ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრეს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი