ნეტგაზეთი | მეტროსადფურ “დიდუბიდან” “ახმეტელამდე” და პირქით, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა მეტროსადფურ “დიდუბიდან” “ახმეტელამდე” და პირქით, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა – Netgazeti
RU | GE  

მეტროსადფურ “დიდუბიდან” “ახმეტელამდე” და პირქით, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

თბილისის მეტროპოლიტენის “ღრმაღელის”, “გურამიშვილის”,სარაჯიშვილისა” და “ახმეტელის” თეატრის მეტროსადგურებში მოძრაობა შეფერხდა.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განგვიცხადეს, რომ დეპოში შემავალ მოძრავ შემადგენლობას  შეექმნათ პრობლემა, რის გამოც “დიდუბიდან” “ახმეტელის თეატრის” მიმართულებით და საპირისპიროდ მოძრაობა შეფერხდა.

კომპანიის ცნობით, პრობლემის მოგვარების შემდეგ მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგება, თუმცა, როდის, კომპანიაში ვერ ამბობენ.

19:20 საათისთვის მოძრაობა მხოლოდ დიდუბე-ვარკეთილისა და ვარკეთილი-დიდუბის მიმართულებითაა შესაძლებელი.

მეტროსადგურ “ღრამეღელეში” მგზავრებს მეტროსადგურის ტერიტორია დაატოვებინეს.

მეტროს მგზავრები ღრმაღელის მეტროს პარალიზების შემდეგ ავტობუსის გაჩერებასთან. ფოტო: მარი ნიკურაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com