საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას, ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში ეუბნებიან, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამინისტროს ცნობითვე, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ მგალობლიშვილი. ფოტო: სქრინშოტი რუსთავი2-ის კადრებიდან
მიხეილ მგალობლიშვილი. ფოტო: სქრინშოტი რუსთავი2-ის კადრებიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *