ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს მდივანს ხუთი მოადგილე ეყოლება

9 ოქტომბერი, 2012 •
უშიშროების საბჭოს მდივანს ხუთი მოადგილე ეყოლება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება.

 

აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი გიგა ბოკერიას უკავია, რომელიც ამ დროისთვის მონაწილეობს მთავრობის გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ საკონსულტაციო ჯგუფშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი