ახალი ამბები

105-მილიონიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება – გზების დეპარტამენტი

14 იანვარი, 2017 • 24011
105-მილიონიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება – გზების დეპარტამენტი

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება, – ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მათივე ცნობით, 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

აღნიშნული მონაკვეთი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, სახელმწიფოს განვითარების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

დეპარტამენტის ცნობითვე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 12-კმ-იანი 4- ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.

ამ დროისათვის გზის 3,3-კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია. სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი