ახალი ამბები

ევროკავშირი კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვს 23 მილიონ ევროს გამოყოფს

9 ოქტომბერი, 2012 • 928
ევროკავშირი კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვს 23 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ორი ახალი პროგრამის დაფინანსების თაობაზე ხელშეკრულებას ხელი დღეს მოაწერეს.

19 მილიონი ევრო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იმ პირობით გადაირიცხება, რომ საქართველოს მთავრობა 2015  წლამდე რიგ ღონისძიებებს განახორციელებს,  მათ შორის:  გრძელვადიანი დაბინავების უზრუნვეყოფა,  დასაქმების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, უფრო გამჭვირვალე ინფორმაციის უზრუნვეყოფის ჩათვლით. 

4 მილიონი ევრო აფხაზეთში რიგი პროექტებისათვის განსახორციელებლად გამოიყოფა, მათ შორის ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და საარსებო წყაროების შექმნა სოფლის მოსახლეობისათვის:

“მოსალოდნელია, რომ ეს პროგრამები საშუალებას შეუქმნის ათასობით ადამიანს, ჰქონდეთ წვდომა სათანადო განათლებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები თანამედროვე სოფლის მეურნეობის მეთოდების შესახებ  და დახმარება მცირე ბიზნესის შექმნაში”, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.   

2008 წლიდან მოყოლებული ევროკავშირმა შეიარაღებული კონფლიქტების შედეგების
შესამსუბუქებლად 150 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება გამოყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი