ახალი ამბები

ნობელის პრემია მედიცინის დარგში ორ მეცნიერს შორის გაიყო

9 ოქტომბერი, 2012 • 1404
ნობელის პრემია მედიცინის დარგში ორ მეცნიერს შორის გაიყო

“მათმა აღმოჩენამ შეცვალა ჩვენი შეხედულებები უჯრედებისა და ორგანიზმის განვითარების შესახებ. უჯრედების რეპროგრამირების შედეგად უამრავი შესაძლებლობა იქმნება სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით, აქამდე დაწერილი წიგნები მთლიანად უნდა გადაიწეროს”, – აღნიშნულია ნობელის პრიზის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

სერ ჯონ ბ. გარდონი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდანაა, ხოლო შინია იამანკა იაპონიიდან. გარდონმა უჯრედების კვლევაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1962 წელს დაიწყო, ხოლო დაახლოებით 40 წლის შემდეგ შინია იამანკას აღმოჩენებთან ერთად, რომელიც ძირითადად ღეროვან უჯრედებზე მუშაობდა, ისინი გრანდიოზულ შედეგამდე მივიდნენ.

გარდონი და იამანკა წლევანდელი წლის ნობელის პრიზის პირველი ნომინანატები არიან. ნობელის პრიზი დღეს 9 ოქტომბერს ფიზიკის დარგში გაიცემა, ხვალ 10 ოქტომბერს– ქიმიის დარგში, 11 ოქტომბერს– ლიტერატურაში, 12 ოქტომბერს– მშვიდობის, ხოლო 15 ოქტომბერს– ეკონომიკურ მეცნიერებებში.


ალფრედ ნობელის სახელობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა, პრიზი დიპლომის, მედალისა და ფულადი პრემიისგან შედგება. ნობელის სახელობის ფონდი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მდებარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი