ბრიგადის გენერალი, 32 წლის გიორგი კალანდაძე მანამდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 2007-09 წლებში კალანდაძე იყო მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური. აღნიშნული ბრიგადის შემადგენლობის დიდი ნაწილი დაიღუპა და დაიჭრა ცხინვალთან ბრძოლის დროს. აღნიშნული ბრძოლის შედეგად ჭრილობები ჰქონდა მიღებული თავად გიორგი კალანდაძესაც.