ახალი ამბები

‘მეცხრე არხი’ ‘სტერეოს’ სიხშირეზე

9 ოქტომბერი, 2012 • • 1230
‘მეცხრე არხი’ ‘სტერეოს’ სიხშირეზე

უკვე დღეს, 9 ოქტომბერს, პირველი სტერეოს სიხშირეზე ძველებურად სტერეოს გადაცემები გადის. “მეცხრე არხის” გენერალურმა დირექტორმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “მეცხრე არხი” დავით ზილფიმიანის კომპანია “სტერეო პლუსთან” ხელშეკრულების ფარგლებში კანონიერად თანამშრომლობს და გამორიცხავს, რომ “პირველი სტერეოს” ნაცვლად მეტრულ სიხშირეზე “მეცხრე არხი” იყოს ხელმისაწვდომი.

 

ფაქტის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არა აქვს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახურს.

 

“მაშინ ზილფიმიანის კომპანიამ უზრუნველყო ისე, რომ ანალოგურ რეჟიმში Free to air მაუწყებლობა განახორციელა და იმ ლიცენზიით, რომელიც ზილფიმიანს ჰქონდა, ამის უფლება არ ჰქონდა. ეს სიხშირეები რადიო–სარელეო კავშირისთვის იყო განკუთვნილი და არა მაუწყებლობისთვის. მაშინ ეს იყო დარღვევა. აი, რეგიონული მაუწყებლები ხშირად ცენტრალურ მაუწყებლებს რთავენ გარკვეული დროით, შესაძლოა, “სტერეოც” “მეცხრე არხის” გადაცემების მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს, გავარკვევ და მოგვიანებით დამიკავშირდით”, – განგვიცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “სტერეო +” რადიოსიხშირეების უკანონო გამოყენებისთვის მიმდინარე წლის ივნისში 5 ათასი ლარით დააჯარიმა და “მეცხრე არხიც” გაათიშინა სიხშირიდან.

 

დავით ზილფიმიანმა მაშინ განაცხადა, რომ “სტერეო +” „მეცხრე არხის“ საეთერო მაუწყებლობას მიზანმიმართულად არ ახორციელებდა და ტელეარხის სიგნალის გასავრცელებლად “სტერეო +” იყენებდა ლიცენზიით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს, თუმცა მოქალაქეები მეტრულ სიხშირეზე  კომპანიისგან დამოუკიდებლად სატელევიზო ანტენით ახერხებდნენ “მეცხრე არხის” სიგნალის დაჭერას.

 

“მეცხრე არხმა” და “სტერეო +”–მა მაშინ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება და მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი