ახალი ამბები

დომოდედოვოს რაიონის მაცხოვრებლებმა რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს

8 ოქტომბერი, 2012 •
დომოდედოვოს რაიონის მაცხოვრებლებმა რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს

მოსკოვთან ახლოს, დომოდედოვოს რაიონში, სოფელ შებანტსევოს მცხოვრებლებმა რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ისინი “რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის” დაფუძნებასა და ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავენ. ამის შესახებ ევრონიუსი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, მოსკოვთან ახლოს სეპარატიზმის კერის გაჩენა გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, სოფელზე გაევლო ახალ გზას. გზის მშენებლობის გადაწყვეტილების შედეგად ადგილობრივებმა დაკარგეს მიწები. ისინი მიიჩნევენ, რომ დაირღვა მათი კერძო საკუთრების უფლება. გარდა ამისა, გზის მშენებელობის საკითხის გადასაწყვეტად გამართულ რეფერენდუმში ადგილობრივთა 95%–მა უარი განაცხადა ახალ გზაზე, თუმცა ეს შედეგები არავინ გაითვალისწინა.

 

“ფაქტია, რომ რუსეთის ფედერალური ხელსიუფლება არ ითავლისწინებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვემ მივიღეთ გადაწყვეტილება, სამართლებრივი სტატუსი შევუცვალოთ დომოდედოვოს რაიონს და დავიწყოთ რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების პროცედურები, რომლის მიზანი იქნება ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ევროკავშირში შესვლა და ევროპის ნაწილად გადაქცევა”, – ერთ–ერთი ადგილობრივის, ევგენი არხიპოვის კომენტარს ავრცელებს ევრონიუსი.

 

ტელეარხის ცნობით,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლბამ როგორღაც მიიღოს ამ რაიონისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან სწორედ აქ არის განთავსებული რუსეთში ერთ–ერთი უდიდესი დომოდედოვოს აეროპორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი