ახალი ამბები

‘ლაზიკას’ მფლობელმა კომპანიას სახელი შეუცვალა

5 ოქტომბერი, 2012 • 1554
‘ლაზიკას’ მფლობელმა კომპანიას სახელი შეუცვალა

ალექსანდრე ხარებავამ 100%-იანი წილით შპს “ლაზიკა” 2012 წლის აპრილში დააფუძნა, 3 ოქტომბერს კი მან ფირმას სახელი შეუცვალა  და “პერიტტო” დაარქვა.

 

“პერიტტო” ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ყოვლის შემძლეს, ყოვლის შემცველს”, – ასე იწყებს ხარებავა თავის გადაწყვეტილების ახსნას “ნეტგაზეთთან” საუბარში, თუმცა მოგვიანებით აცხადებს, რომ ფირმის კუთვნილი ფართი იჯარით მიაქირავა სილამაზის სალონს და მათ გადაწყვიტეს ასეთი სახელის დარქმევა.

 

ალექსანდრე ხარებავა სხვა ბიზნესკომპანიებსაც ფლობს, როგორიცაა, მაგალითად, ღვინის კომპანია “საქართველოს მარანი”. ის ასევე არის საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების ფონდის დირექტორი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. იგი ორგანიზებას უწევდა საქართველოს იმედის ხატის შექმნის სამუშაოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი