ახალი ამბები

ივანიშვილი: ხელისუფლება და ჩინოვნიკები კერძო ბიზნესში არ ჩაერევიან [Video]

5 ოქტომბერი, 2012 • 4322
ივანიშვილი: ხელისუფლება და ჩინოვნიკები კერძო ბიზნესში არ ჩაერევიან [Video]

“მაქსმიმალური მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან და მე გარანტიაც მივეცი, რომ ხელისუფლება და ჩინოვნიკები არ ჩაერევიან კერძო ბიზნესში და რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოფ კერძო საკუთრების დაცვას, რომ ჩინოვნიკმა კანონის ავლით მასში ჩარევა ვერ მოახერხოს. ეს უნდა იყოს იყოს სწორი ეკონომიკის საფუძველი და ასევე, საფუძველი იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც უმუშევრობა ჰქვია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ დაუშვებს მონოპოლიების არსებობას ბაზარზე:

 

“მე მათ შევახსენე და ვთხოვე, რომ ვისაც აქვს დამოკიდებულება ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან. ჩვენ დავაფუძნებთ კანონის ძალით ანტიმონოპოლიურ კანონს და არ დავუშვებთ, რომ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდეს საქართველოში.”

 

ივანიშვილთან შეხვედრას დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 200-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი