ახალი ამბები

რა საკითხებზე საუბრობენ ბიზნესმენები ივანიშვილთან

5 ოქტომბერი, 2012 • 999
რა საკითხებზე საუბრობენ ბიზნესმენები ივანიშვილთან

ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ ბიზნესმენებს განუცხადა, რომ ის არ შეეგუება მონოპოლიების არსებობას და ბიზნესმენებს მოუწოდა, თავადვე გადახედონ საკუთარ საქმიანობას და შეამცირონ ფასები პროდუქციაზე.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია “თბილღვინოს” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წელს მისი კომპანია აიძულეს, შეესყიდა ყურძენი მაღალ ფასებში, რამაც მისი კომპანია ფინანსურად აზარალა.

 

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა “ალბატროს ჯგუფის” წარმომადგენელი, რომლის მფლობელიც დავით ბეგიაშვილი გაქცეულია საქართველოდან, შესაბამისად, შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ როდის შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოსვლას და წართმეული ბიზნესის დაბრუნებას.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, თითოეული კონკრეტული საქმის განხილვა უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში და, შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილებებიც.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ბიზნესის საქმიანობაში და მისი მთავრობის პირობებში ეს პრინციპი დაცული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი