დღეს, 5 ოქტომბერს თბილისობის აღსანიშნავი დღესასწაული იწყება. ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 5 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.
5 ოქტომბერი
13:00 საათი- გასული საუკუნის პერიოდიკის საარქივო მასალების გამოფენა და ეროვნული უმცირესობების კულტურული წეს-ჩვეულებების ჩვენება და კონცერტი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
17:00 საათი- ცნობილი ქართველი მხტვრების უცნობი ფოტოების გამოფენა მხატვრის ბაღში მოეწყობა.
18:00 საათი- კარგარეთელის #6-ში თეატრის, მუსიკისა და კინოს განახლებული დარბაზების პრეზენტაციაა დაგეგმილი.
6 ოქტომბერი
12 საათი- გორგასლის მოედანზე საწნახელი მოეწყობა, სადაც ანსამბლ “ერისიონის” კონცერტიც გაიმართება.
12:00- 20:00- მეტეხის ხიდზე ავტოშოუ მოეწყობა.
12:00- 20:00- მტკვარზე ტივით გასეირნება მუსიკალური პროგრამის თანხლებით იქნება შესაძლებელი.
12:00-19:00 – თბილისის საერთაშორისო სამხატვრო პლენარზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გალერეა “გირაბში” გაიმართება.
12:00-16:00 – ბამბის რიგზე, რკინის რიგზე და შარდენის ქუჩაზე ხილის ფესტივალი გაიმართება.
14:00 საათი – გორგასლის მოედანზე “ანა-ბანას” კონცერტი, ანსამბლ “რუსთავის” კონცერტი გაიმართება.
12:00-17:00- პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზიერების შოუ მოეწყობა.
13:00-17:00- ძველი ქართული სპორტული თამაშობები იქნება წარმოდგენილი რიყის პარკში.
12:00-19:00- აბანოთუბანში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
14:00-20:00- ქართული მუსიკალური ჯგუფების- ხიდი, ZurGi, SALLIO, ME&MY MONKEY კონცერტი სიონის სკვერში გაიმართება.
17:00-19:00- რიყის პარკის ამფითეატრში ერთი დღე ახალაგაზრდა პოეტებთან და მხატვრებთან მოეწყობა
7 ოქტომბერი
12:00 საათი – რიყის პარკში მხატვარ ზაალ სულაკაურის გაკვეთილები ჩატარდება.
12:00- 19:00- მეტეხის ხიდზე ავტოშოუ გაიმართება, მტკვარზე კი მუსიკალური პროგრამების თნხლებით ტივზე გასეირნება მოეწყობა. აბანოთუბანში ფოლკლორული ანსამბლების კონერტი და ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
13:00-19:00- გალერეა “გვირაბში” თბილისის საერთაშორისო სამხატვრო პლენარზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
12:00-19:00- შარდენის ქუჩასა და ბამბის რიგის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაის ფესტივალი მოეწყობა.
12:00 სათი– ევროპის მოედანზე მხიარული სტარტები მოეწყობა.
13:00- 17:00- გორგასლის მოედანზე “რეტრო ბენდის” და ა. მამაცაშვილის კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება, რიყის პარკში კი ძველი ქართული სპორტული თამაშობები მოეწყობა, პურის მოედანზე ღვინის ფესტივალი გაიმართება.
17:00 საათი- სიონის სკვერში ქართული ჯგუფების– ფრანი, დავით ილურიძის ბენდი, სინათლის წელიწადი კონცერტი გაიმართება.
18:00- ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყობა.
20:00- საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ლიტერატურული კონკურსის “გალას” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.