“ამ წუთებში გამყავს პირდაპირ ეთერში საინფორმაციო გამოშვება და ვისაც ჰგონია, რომ ვიხურებით, შეუძლია პირდაპირ ეთერში გვიყუროს. ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში და დახურვაზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა სოფო ხუციშვილმა.

 

არხის დახურვის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა news.ge-მ გაავრცელა. მათი განცხადებით,  გუშინ, გვიან ღამით, ჩატარებული თათბირის შემდეგ  არხის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ტექნიკურ პერსონალს განუცხადეს, რომ არხის დაფინანსება შეწყვეტილია და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია უხელფასოდ გააგრძელოს მუშაობა. სოფო ხუციშვილის განცხადებით, არავითარი თათბირი არ ყოფილა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *