ახალი ამბები

ომბუდსმენი “ნიუ სტუდიოს” მოუწოდებს, შეწყვიტოს სანტაზე რეკლამის გავრცელება

6 იანვარი, 2017 • 3970
ომბუდსმენი “ნიუ სტუდიოს” მოუწოდებს, შეწყვიტოს სანტაზე რეკლამის გავრცელება

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “ნიუ სტუდიოს” (New Studio) მიერ მომზადებულ ვიდეორგოლი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება და მიმართავს სარეკლამო რგოლის – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“ დამამზადებელ სტუდიას, შეწყვიტოს რეკლამის გავრცელება.

ასევე, მოუწოდებს სტუდიას, მომავალში განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინოს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართ.

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეორგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის“, აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეორგოლზე,” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სარეკლამო რგოლი “ნიუ სტუდიომ” ინტერნეტში 31 დეკემბერს გაავრცელა და სოციალურ მედიაში განხილვისა და პროტესტი თემა გახდა. უფლებადამცველები მარეგულირებელს შესაბამისი საჩივრითაც მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი