ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში, პოლიციის შენობასთან სპეცრაზმის ხუთი ავტომაქანა დგას, რომელშიც შეარაღებული პირები სხედან. რაულ ბარამიძე, ქედის პოლიციის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ სპეცრაზმი მას არ გამოუძახია და მათ ქედაში მხოლოდ სასადილოდ შემოიარეს.

პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე  კვების არც ერთი ობიექტი არ არის.   

 

ქედაში დღეს, სამ საათზე  „ქართული ოცნების” მხარდამჭერების აქცია იყო დაგეგმილი. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება პოლიციასთან სპეცრაზმის გამოჩენა ამ აქციას, რაულ ბარამიძე პასუხობს, რომ – არა.  

 

ქედაში  „ქართული ოცნების” მომხრეები ქედის მუნიციპალტეტში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა. კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ანანიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ქედაში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას.  

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *