ახალი ამბებიეკონომიკა

2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა

3 იანვარი, 2017 • 5087
2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,0%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1,8% შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19%-ით გაიზარდა.

დეკემრის თვეში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და ტრანსპორტზე.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,5%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (9,2%), რძის, ყველისა და კვერცხის (2,9%) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,0%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,3%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8,5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,0%).

წყარო: საქსტატი 03.01.17

წყარო: საქსტატი 03.01.17

საქასტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წყარო: საქსტატი 03.01.17

მოცემულ პერიოდში ფასების 13,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (23,2%). ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე (4,6%);

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,6%-ით და ჯგუფმა 0,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე – შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,3%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,7%);

ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე შემცირდა 5,7%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმლის (-5,2 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წყარო: საქსტატი 03.01.17

წყარო: საქსტატი 03.01.17

მასალების გადაბეჭდვის წესი