თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ რაიპ ერდოღანის განცხადებით, პირველი იანვრის ღამით კლუბში მომხდარი თავდასხმა ქვეყანაში ქაოსის შექმნას ისახავდა მიზნად. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელებს ქვეყნის მორალურად დანგრევა სურდათ და ამიტომ გახდნენ რიგითი მოქალაქეები მათი სამიზნე.

ერდოღანი თავდასხმას საზარელს უწოდებს და მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC და სხვა საერთაშორისო მედია ავრცელებს.

  სულ მცირე 39 დაიღუპა და 69 დაშავდა თურქეთში, სტამბოლის ღამის კლუბში “რიენა” ახალი წლის ღამეს თავდასხმის შედეგად. თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 01.30 საათზე მოხდა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულებს შორის 16 უცხოელია. დამნაშავეები პოლიციას არ დაუკავებია და მათი ძებნა გრძელდება.

თავდასხმა სტამბოლის კლუბში. ფოტო: EPA/MURAT ERGIN/IHLAS NEWS AGENCY

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. თავდასხმა დაგმეს თეთრ სახლში. ხოლო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმ,ა ბორის ჯონსონმა თავდასხმას “ტერორიზმის მხდალი აქტი” უწოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *