თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების გამო, დროებით, იზღუდება საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *