ახალი ამბები

პრემიერი: უფრო მყარი ეროვნული ვალუტა სავაჭრო კონკურენტუნარიანობას დააზიანებდა

30 დეკემბერი, 2016 • 3350
პრემიერი: უფრო მყარი ეროვნული ვალუტა სავაჭრო კონკურენტუნარიანობას დააზიანებდა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის მდგომარეობა დოლარის მომავალ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, უფრო მყარი ლარის კურსი მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის სავაჭრო კონკურენტუნარიანობას.

“დღეს დოლარის და ლარის გაცვლითი კურსი იმ მაჩვენებელზეა, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება და გამოხატავს იმ სიტუაციას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. ეს არის თურქული ლირა, უკრაინული გრივნა, რუსული რუბლი და ა.შ. დღეს უფრო მყარი ეროვნული ვალუტა რომ გვქონდეს, ამის მოსმენა ძალიან ძნელია ადამიანებისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ექსპორტს, სავაჭრო კონკურენტუნარიანობას. ზარალზე როცა ვსაუბრობ, ეს არ არის ერთდღიანი ზარალი, საუბარია იმაზე, რომ ეს ხელს შეუწყობდა კიდევ უფრო იაფი იმპორტის წამოსვლას და კიდევ უფრო გაუფასურებას ჩვენი ეროვნული ვალუტის. დღეს გარკვეული წონასწორობაა მიღწეული. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ დამოკიდებული ინება დოლარის მომავალ პოზიციაზე”,- განაცხადა კვირიკაშვილმა “პირველ არხთან” ინტერვიუს დროს.

ეროვნული ვალუტა დეკემბრის თვეში თითქმის ყოველდღიურად უფასურდებოდა. ლარის ყველაზე დაბალი კურსი  21 დეკემბერს დაფიქსირდა, როცა ეროვნულმა ბანკმა 1 დოლარის ღირებულებად 2.7823 ლარი დაადგინა და სავალუტო რეზევიდან 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 22 დეკემბრიდან ლარმა გამყარება დაიწყო. 31 დეკემბრისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2.6468 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი