ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილმა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

30 დეკემბერი, 2016 • 3411
გიორგი კვირიკაშვილმა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც კვირიკაშვილის გარე კომუნიკაციების მენეჯერი იტყობინება, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.

“პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და  საქართველოში მოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.