ახალი ამბები

ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში შედგება

3 ოქტომბერი, 2012 • • 1163
ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში შედგება

“ვაშინგტონში შედგება ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი,” – განცხადა ივანიშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის შეხვდება.

 

ივანიშვილმა მომავალი მთავრობის ფორმირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის არც ერთმა წევრმა არ იცის, ვინ რა თანამდებობაზე იქნება წარდგენილი.

 

“მთავრობის დაკომპლექტების პირველი პროექტი მაქვს მე, ამას წარვუდგენ გუნდს, დავიწყებთ განხილვას და შეიძლება ჩემი პროექტი ძალიან შეიცვალოს. ერთადერთი, რაც მათთვის ცნობილია, არის ის, რომ მე ვიქნები პრემიერ-მინისტრი”.

 

ივანიშვილის განცხადებითვე, მას არანაირი გეგმები არ აქვს ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი