ახალი ამბები

ივანიშვილი: ახალაია მარტივად ვერ გადარჩება

2 ოქტომბერი, 2012 • • 957
ივანიშვილი: ახალაია მარტივად ვერ გადარჩება

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.  ივანიშვილის განცხადებით, იმდენი სარჩელი შევა ახალაიასთან მიმართებაში, რომ მისი ჩარევა და განცხადება საჭირო არ გახდება:

 

“იმდენი ხალხია გამწარებული მისგან, ჩემი ჩარევა არ გახდება საჭირო, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილია გამწარებული ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი გუნდი შექმნის რეალურ გარემოს, რომ ქვეყანაში სამართალი აღდგეს სასამართლოს საშუალებით”- განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, განცხადება, რომ არ განხორციელდება პოლიტიკური დევნა, არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი კანონდამრღვევი და მათ შორის ახალაია მარტივად გადარჩება:

 

“ერთია პოლიტიკური დევნა და მეორეა სამართლებრივი რეაგირება, ვვარაუდობ, რომ ახალაიას გარდა კიდევ იქნებიან სხვა პირები და ამას სასამართლო გაარჩევს, არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო”

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ისაუბრა ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი