საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალეპოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ბავშვებს საქართველო 100 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება.
სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხა გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა ოფისს, სირიის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის ფარგლებში გადაერიცხება. გაეროს რეკომენდაციით, ამ ეტაპზე, ეს ლეპოში მცხოვრები ბავშვების დახმარების ერთადერთი საშუალებაა.
სირიაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად, მსოფლიო თანამეგობრობის განსახორციელებელ ღონისძიებებში საქართველო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაამყარა კონტაქტები გაეროს წარმომადგენლობასთან თბილისში, ჟენევასა და ნიუ–იორკში. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.