ახალი ამბები

ივანიშვილი სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს

2 ოქტომბერი, 2012 • • 1079
ივანიშვილი სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება სააკაშვილის მხრიდან  და პრეზიდენტის დღეს გაკეთებული განცხადება მას უჩენს მოლოდინს, რომ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ შესაძლოა მართლაც განაცხადოს  და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი და ასეთი კონსტიტუცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველა საკითხი, მათ შორის კონსტიტუციაც, თავის თავზე მოირგო.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი არ განიხილავს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტმა წარადგინოს ის  პრემიერმინისტრობის პოსტზე და  ჯერჯერობით არც სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე უმსჯელია. 

 

“ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, თავად გადადგეს”-აღნიშნა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლას გულისხმობს, ძალაში 2013 წლიდან შევა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი