“მინისტრის მოადგილეებს დიდი ალბათობით არ შეეხებათ ცვლილებები. მე საერთოდ გამოვრიცხავ პოლიტიკურ დევნას, რევანშს და შურისძიებას,” – აცხადებს ივანიშვილი.
თუმცა იქვე ამბობს, რომ იმ პირებს, რომლებსაც კანონდარღვევები აქვთ ჩადენილი, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
“მე ვაპირებ სასამართლოში ვუჩივლო ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა,” – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რომელიც დააკომპლექტებს ახალ მთავრობას. თავად ბიძინა ივანიშვილი კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.