ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტზე შთაბეჭდილება მოახდინა არჩევნების დღის მიმდინარეობამ ყველა საარჩევნო ოლქში, სადაც ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა მონიტორინგს.
IRI აცხადებს, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი დადებითი ასპექტი გამოიკვეთა. კონგრესმენი დრეიერი, რომელიც სადამკვირვებლო მისიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხელმძღვანელობს, აღნიშნავს:
“იმ ენთუაზიაზმმა და საყოველთაო ჩართულობამ, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გამოავლინა, არჩევნების ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა. იმედი გვაქვს, რომ ოფიციალური მონაცემებების გამოქვეყნებისთანავე ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალა, დაპირებისამებრ, აღიარებს არჩევნების შედეგებს. ამჯერად დროა, მეტი ყურადღება დავუთმოთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ქართველი ხალხის წინაშე დგას.”
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციის მეორე ხელმძღვანელის, კონგრესმენ ქეი გრეინჯერის განმარტებით, “საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები მაღალი პროფესიონალიზმით ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობებს ყველა უბანში. მათი გულისხმოერება და საქმისადმი მიდგომა დადებით მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს მომავალი არჩევნებისთვის.”
ორგანიზაცია განამრტებას წინაასაარჩევნო პერიოდზეც აკეთებს:
“წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობის მიერ ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის გაწეულმა ძალისხმევამ დადებითი შედეგი აჩვენა არჩევნების დღეს. უწყებათაშორისმა კომისიამ და მისმა რეკომენდაციებმა, რომელიც პასუხობდა ოპოზიციის მიერ ხაზგასმულ საკითხებს, შეამცირა დაძაბულობა, რგოორც უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. ქართულ მედიაში “მასთ ქერის” დანერგვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროცესში და სასურველია, რომ მსგავსი მიდგომები მომავალშიც გაგრძელდეს. “
წინაასაარჩევნო პერიოდში კვლავ დღის წესრიგში იდგა საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა არათანაბარი რაოდენობის საკითხი. ამ პრობლემაზე დამკვრივებელმა ორგანიზაციებმა საკმაოდ დიდი ხნის წინ გაამახვილეს ყურადღება და აუცილებელია შემდეგი არჩევნებისთვის ამ საკითხის დარეგულირება.”
IRI წინაასარჩევნო პერიოდის განხილვისას გვერდს ვერ უვლის კონტროლის პალატის (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის) ფაქტორსაც და საზოგადოებაში მის დაბალ ნდობაზე აკეთებს აქცენტს.
“აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატასა და მის მემკვიდრეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჰქონდა ძალიან დაბალი ნდობა საზოგადოებაში. აუციელებელია უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღია სისტემის შექმნა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს ცალკეული ორგანოების მიერ თამაშის წესების განსაზღვრასა და მხარეების დაჯარიმებას არჩევნების პერიოდში.”
არჩევნების დღის უარყოფით მხარედ IRI წინაასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საჭირო ხარჯვის პროცესს ასახელებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა საკითხმა გადაფარა ამომრჩეველთათვის ისეთი მნიშვენელოვანი თემები, როგორებიცაა: სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა და სხვა.
“საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის დახარჯული თანხის უპრეცენდენტო ოდენობამ უარყოფითი ზაგავლენა იქონია არჩევნების დღეზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხელისუფლების ან ოპოზიციის მიერ ლობირებისათვის თანხის ხარჯვა თანამედროვე მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკად ითვლება. თუმცა ნაღდი ფულის (რომლის წარმომავლობა უცნობია) გამოყენება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ჯგუფების, ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის დასაფინანსებლად ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და ხელს უწყობს უკვე არსებული პოლარიზებული გარემოს კიდევ უფრო გაღრმავებას.”
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ყურადღება გაამახვილა მათი საჩივრების სიაზე.
“ორგანიზაციის დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში ამოწმებდნენ იმ საარჩევნო უბნებს, რომელთან დაკავშირებითაც ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები აწვდიდნენ მათ ინფორმაციას. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გააანალიზა ოპოზიციის საჩივრები, როგორც ტიპის, ასევე გეორგრაფიული არეალის მიხედვით, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სისტემური ხასიათის დარღვევას, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. სისტემური ხასიათის საჩივრებს ადგილი არ ჰქონია, მათი უმეტესობა ეხებოდა ცალკეულ დარღვევებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არჩევნების დროს მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხვდება. გამონაკლისს წარმოადგენდა ბრალდებები, თითქოს პოლიციის მიერ ხდებოდა სატელეფონო ზარებით საარჩევნო მოხელეების სისტემატიური დაშინება, რომ მათ ბრალად დაედებოდათ ქრთამის აღება. აღსანიშნავია, რომ ამ ზარების განმახორციელებელთა ვინაობა უცნობია, ვინაიდან გადამოწმების შემდეგ ცხადი ხდებოდა, რომ აღნიშნული ნომრები პოლიციას არ ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, შემთხვევეის სისტემურობა მოითხოვს აღნიშული ფაქტების ინტენსიურ გამოძიებას.”
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგატები წარმოდგენილნი იყვნენ: კანადიდან, ჩეხეთიდან, იორდანიიდან, ლიტვიდან, მოლდოვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან. ისინი დააკვირდნენ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს ქვეყნის 150-ზე მეტ საარჩევნო უბანში. დელეგატებმა არჩევნების დღის მონიტორინგი განახორციელეს აჭარაში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ კონგრესმენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დევიდ დრაიერი და ქეი გრეინჯერი, რომლებიც ასევე არიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები. დელეგაციის დანარჩენი წევრები იყვნენ:თარვათ ალ-ამრო, ყოფილი პარლამენტარი იორდანიაში, რომელიც წარმოადგენდა კარაკის გუბერნიის მეორე ოლქს; ვიქტორ ეში, ყოფილი აშშ-ის ელჩი პოლონეთში, მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრი; სუზან ქორქი, “თავისუფლების სახლის” ევრაზიის პროგრამების დირექტორი; ევა გისტავსონი შვედეთიდან, “იალ ჰალმარსონის ფონდის” გენერალური დირექტორი; ბერი ჯექსონი, სპიკერ ჯონ ბოენერის უფროსი მრჩეველი; მეთ ლეფინგველი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კანონის კომიტეტის, პოლიტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების თანამშრომელთა დირექტორის მოადგილე; ეირიკ მოენი ნორვეგიიდან, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელი მდივანი; არიჯუს პეტრუსონისი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე მდივანი; რობერტ თომასი გაერთიანებული სამეფოდან, კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო ოფისის მრჩეველი; ბრედ სმიტი, აშშ-ის კონგრესმენის დევიდ დრაიერის შტაბის უფროსი;
“დელეგატების გარდა მისიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანაშრომლებიც, რომლებიც დახმარებას უწევდნენ დელეგატებს. ორგანიზაციის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი ლორნ კრანერი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონული დირექტორი სტეფან ნიქსი.
არჩევნებამდე დელეგატებმა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიიღეს აშშ-ის საელჩოს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისგან. ისინი ასევე გაეცნენ საერთაშორისო დაკვირვებლების უფლებებსა და მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით.
1983 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი არჩევნების მონიტორინგი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში,”- აცხადებენ IRI-ში.