ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

უკმაყოფილო მოვაჭრეები და კლიენტები – პროდუქტების ფასები ბაზარში [ფოტო/ვიდეო]

28 დეკემბერი, 2016 • 6826
უკმაყოფილო მოვაჭრეები და კლიენტები – პროდუქტების ფასები ბაზარში [ფოტო/ვიდეო]

თბილისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეები მყიდველის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ამის გამო იძულებული არიან, საახალწლოდ პროდუქტები იმავე ფასად გაყიდონ, როგორც ჩვეულებრივ დღეებში. კლიენტები კი მიიჩნევენ, რომ საახალწლოდ პროდუქტი გაძვირებულია.

ერთადერთი, რაზეც მოვაჭრეები და კლიენტები თანხმდებიან, არის ის, რომ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა, რის გამოც წელს თბილისის ცენტრალურ ბაზარში ყველაზე ცუდი ვაჭრობაა.

 

თბილისის ცენტრალურ ბაზარში გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი წლის სუფრისთვის პროდუქტების შეძენას დაახლოებით 150-300 ლარის ფარგლებში აპირებენ. შედარებით მოკრძალებული თანხის დახარჯვა უწევთ მართლმადიდებელ მორწმუნეებსაც, რომლებიც მარხვის გამო ხორცის ყიდვას ერიდებიან.

ზუსტად არ ვიცი, რადენი დამეხარჯება იმიტომ, რომ ღვთის წყალობით, ბიჭები მყავს, რომლებიც მეხმარებიან. აქედან გამომდინარე, ერთად ვყიდულობთ. რადგან მარხვაზე ვართ, ძირითადად ლაპარაკია ხილზე და ფხალზე. აქედან გამომდინარე, ალბათ, იაფში გამოვალთ, რადგან გოჭი, ინდაური და ხორცის პროდუქტები არ გვექნება”

ბაზარში შევხვდით მყიდველებსაც, რომლებიც 500-1000 ლარის ფარგლებშიც ყიდულობენ პროდუქტებს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც 1000 ლარის დახარჯვას აპირებს, ფიქრობს, რომ შესაძლოა დამატებაც კი დასჭირდეს, რის მიზეზადაც ლარის გაუფასურებასა და ოჯახის წევრთა დიდ რაოდენობას ასახელებს.

“ყველაფერს ვყიდულობ, რაც საჭიროა საახალწლო სუფრისთვის. შარშანდელთან შედარებით ძალიან გაზრდილია ფასები. ამაღლებულია დოლარი და ლარს არ აქვს ფასი. ამიტომ ვამბობ, რომ ათასი ლარის პროდუქტი, როცა ოჯახში 6-7 სულია, ეს თანხაც არ არის საკმარისი,” – ამბობს ვენერა ბუკია.

წინა წლებთან შედარებით პროდუქტებზე ფასებმა დაიკლო იმიტომ, რომ ამ დროს ისეთი რიგი იდგა, ვერ ვასწრებდით პროდუქტის აწონვას და კლიენტის მომსახურებას. შეიძლება ეს იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ ძალიან ბევრი მაღაზია გაიხსნა და ხალხი ბაზარში აღარ მოდის, მაგრამ ყველაზე მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ხალხს არ აქვს საშუალება. სოციალურ–ეკონომიკურმა მდგომარეობამ ძალიან იმოქმედა – ყველას ბანკის ვალები აქვს,” – ამბობს ერთ–ერთი კლიენტი.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, გასულ წელს პროდუქტებზე თითქმის იგივე ფასი იყო და დიდად არაფერი შეცვლილა. გაზრდილია ქათმის ხორცის ფასი; მოვაჭრეების თქმით, ქათმის ასაღები ფასი წელს 6 ლარი გახდა და, შესაბამისად, რამდენიმე ლარით ძვირად ყიდიან, ვიდრე შარშან. ხილიდან მხოლოდ ბანანის ფასი გაიზარდა 30-40 თეთრით.

ცენტრალური ბაზრის ფასები პროდუქტებზე

გოჭი: თბილისის ცენტრალურ ბაზარში გოჭის შეძენა 70 ლარადაც შეგიძლიათ, თუმცა, როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე ჩვენთან საუბრისას ამბობს, თუ ამაზე იაფად ვინმე შემოგთავაზებთ, ის გოჭი არ ვარგა. ამის დასტურად კი მან თავის დახლზე გვანახა დაკბენილი გოჭი, რომელსაც 50 ლარად სთავაზობდა ერთ კლიენტს. სამწვადე ხორცი 9–10 ლარად იყიდება, თუმცა შესაძლოა მალე 11–12 ლარიც გახდეს მისი ღირებულება.

ღორის ხორცით მოვაჭრე, ვიტალი ბოკუჩავა ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით ხორცს უფრო იაფად ყიდის: “მაშინ გოჭის ხორცი 20 ლარი იყო კილო, ახლა არის 18 ლარი. სამწვადე 10 ლარი იყო და ახლა ისევ 10 ლარია.”

საქონელი: ნეკნი 10 ლარად, ხოლო რბილი ხორცი 11–12 ლარად იყიდება. საქონლის ხორცით მოვაჭრეებიც აღნიშნავენ, რომ კლიენტების რაოდენობამ დაიკლო.

თევზი: კალმახი 12 ლარად იყიდება, ორაგული -13 ლარად,  კასტალობიკი- 5 ლარად, ხოლო ე.წ. კასტალობიკი- 5 ლარად.

სოკო: ქამა სოკოს ღირებულება 6–7 ლარია, ხოლო ე.წ. ხის სოკო (კალმახა, სპილოსყურება) 5–6 ლარია.

ფრინველი: ინდაურის ფასი 60 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე აღწევს, ხოლო ქათამი 7–8 ლარად იყიდება. თუმცა თბილისის ცენტრალურ ბაზარში აღნიშნავენ, რომ წელს ქათამი ძალიან ცუდად იყიდება, რის გამოც შესაძლოა ახალ წლამდე ასაღებ ფასში მოუწიოთ მისი გაყიდვა. ამის მიზეზად მოვაჭრეები ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც “სადღესასწაულო სუფრაზე ქათმის ხორცის დადება კატეგორიულად იკრძალება და დიასახლისებმა ის კურდღლის ხორცით უნდა ჩაანაცვლონ”.

ცაგარელმა დაწერა, ახალი წლის ღამეს სუფრაზე ქათმის დადება არ შეიძლება, ეწყინება მამალსო… და გაჩერდა ხალხი, ეშინიათ ყიდვა. ჩვენ ვეუბნებით, რომ – არა… არ არის ეს სწორი!” – ამბობს ფრინველით მოვაჭრე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვერ ყიდის ქათმის ხორცს.

ყველი: იმერულ ყველს 9–11 ლარად იყიდით, ხოლო სვანურ ყველს 11–12 ლარად. სულგუნი 14 ლარი ღირს, თუმცა შესაძლოა 18 ლარამდეც გაძვირდეს. ნადუღი 6–7 ლარი ღირს.

ხილი და ტკბილეული: ცენტრალურ ბაზარში ნიგოზი ძირითადად 20–25 ლარად იყიდება, თუმცა შესაძლოა, რომ უმნიშვნელოდ გაძვირდეს. ჩურჩხელა 1, 2 და 3 ლარად იყიდება, ხოლო ჩირის ღირებულება 6–7 ლარია, თუმცა შესაძლოა უმნიშვნელოდ კიდევ გაძვირდეს. მანდარინის ფასი 1 ლარია, ხოლო ფორთოხლი 1,5 ლარად იყიდება. საახალწლოდ კანფეტების ფასი 4–5 ლარიდან იწყება, თუმცა ეს მაინც კლიენტის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სამწვადე ხორცი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გოჭები, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გოჭები. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხილი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ყველი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ინდაური. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჩურჩხელა და ჩირი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნიგოზი და თაფლი, თხილი, სოკო, მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნიგოზი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სუნელები. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მწნილი, ტყემალი და საწებელი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოკო, მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოკო. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თხილი, სოკო, მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თხილი და ჩირი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თევზი, ნიგოზი და თაფლი, თხილი, სოკო, მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თევზ. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქონლის ხორცი, თევზი, ნიგოზი და თაფლი, თხილი, სოკო, მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქონლის ხორცი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნიგოზი, საქონლის ხორცი, თევზი, ნიგოზი და თაფლი, თხილი, სოკო, მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნიგოზი და თხილი. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხილი და ტკბილეული, ნიგოზი, საქონლის ხორცი, თევზი, ნიგოზი და თაფლი, თხილი, სოკო, მწნილი, ტყემალი და საწებელი. სუნელები, ყველი, სამწვადე ხორცი, ჩურჩხელა და ჩირი, ინდაური, ყველი, ხილი, თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხილი და ტკბილეული. თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი