ნეტგაზეთი | უმრავლესობაში არ საუბრობენ, წარადგენენ თუ არა მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს მოსამართლედ უმრავლესობაში არ საუბრობენ, წარადგენენ თუ არა მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს მოსამართლედ – Netgazeti
RU | GE  

უმრავლესობაში არ საუბრობენ, წარადგენენ თუ არა მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს მოსამართლედ

განიხილება თუ არა მანანა კობახიძის კანდიდატურა და წარადგენს თუ არა მას საპარლამენტო უმავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე? – ამ საკითხის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლები განცხადებას არ აკეთებენ.

“ამასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ როდესაც დადგება შესაბამისი დრო, კონკრეტული კანდიდატურა დასახელდება,” – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

კითხვას პასუხს არ სცემს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. შეკითხვებს არც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა.

პარლამენტში არ იმყოფება თავად მანანა კობახიძე, ის არც “ნეტგაზეთის” ზარებს პასუხობს.

ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში კობახიძის კანდიდატურას წარდგენის საკითხი დადგება, მხარს არ დაუჭერენ.

“მე მგონია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა იზრუნოს და საკონსტიტუციო სასამართლოში გაამწესოს ადამიანი, რომლის მიმართაც არ იარსებებს ეჭვები მიუკერძოებლობაზე.” – აცხადებს გიორგი ტუღუში.

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა სექტემბრიდან ვაკანტურია. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად ზაზა რუხაძე წარადგინა, თუმცა რუხაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი