უბანზე გადასატანი ყუთით ხმა მისცა 18–დან 16–მა ამომრჩეველმა, ხოლო სპეცსიაში 6 ადამიანი იყო, ყველა მათგანი კომისიის წევრია. ჯამში ხმა 800–მა ამომრჩეველმა მისცა.
დამკვირვებლებთან ერთად საარჩევნო პროცესს თვალყურს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც აკვირდება. დმკვირვებლების და კომისიის წევრების განცხადებით დღის მანძილზე გართულებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა დღის ბოლოს მცირე ინციდენტი მოხდა, კომისიის წევრებმა სკოლის შენობის პირველ სართულზე მდებარე საარჩევნო უბანზე ფანჯრები გამოაღეს, ზოგიერთმა დამკვირვებელმა ფანჯრის დახურვა მოითხოვა, რადგან ფანჯრებს გისოსები არ აქვს, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრების მოთხოვნის შესაბამისად ფანჯრები არ დახურა.
ამ დროისთვის უბანზე ხალხის ნაკადი ძალიან მცირეა, თუმცა როგორც უბანზე აცხადებენ დღისით აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.