ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აცხადებენ, რომ კონტროლზე აიყვანეს ის მოქალაქეები, ვინც თბილისზე მუშაობს

27 დეკემბერი, 2016 • 2684
ცხინვალში აცხადებენ, რომ კონტროლზე აიყვანეს ის მოქალაქეები, ვინც თბილისზე მუშაობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებისთვის მუშაობენ, უკვე უწყების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

კომიტეტის უფროსის, ვიქტორ შარგაევის განცხადებით, 2016 წელს შვიდი ასეთი მოქალაქე გამოავლინეს, რომელთაც, უწყების ხელმძღვანელის ცნობითვე, ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნეს.

“ისინი ჩადენილს ნანობენ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტროლქვეშ არიან”.

შარგაევის განცხადებითვე, ასევე გამოვლენილი ჰყავთ საქართველოს სპეცსამსახურების რვა თანამშრომელი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მუშაობენ.

“ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მუშაობდნენ, ასევე ჩვენი და ჩვენი რუსი პარტნიორების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი