“ამომრჩეველთა აქტივობა არის ძალიან მაღალი, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 53.23%–მა ხმა უკვე მისცა, თუ წინა არჩევნებს შევადარებთ აქტივობა უპრეცედენტოდ მაღალია”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაძალადევის #9 საოლქო კომისიის მდივანმა სოფიკო მიქაშავიძემ.
ნაძალადევის რაიონში ამ დროისთვის სულ 12 საჩივარია შემოსული:
“საჩივრების უმეტესობა კენჭისყრის პროცედურებს უკავშირდება, ძირითადად პროცედურების დარღვევას საარჩევნო უბნების გახსნისას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა სოფიკო მიქაშავიძემ.