ახალი ამბები

გლდანის ოლქში ამომრჩეველთა 50.75%–მა ხმა უკვე მისცა

1 ოქტომბერი, 2012 •
გლდანის ოლქში ამომრჩეველთა 50.75%–მა ხმა უკვე მისცა

ბოლო მონაცემები ოლქში 17:00 საათისთვის მიიღეს, რომლის მიხედვითაც ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50,75%–მა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო.

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ ამ დროისთვის ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია დაფიქსირებული:

“შემოვიდა მხოლოდ ერთი საჩივარი ოლქის დონეზე ვადაგასულ პირადობასთან დაკავშირებით, სხვა საჩივარი ჯერ არ ფიქსირდება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოლქში საკმაოდ მაღალი აქტივობაა”, – განაცხადა ეკა მეშველაშვილმა.

ოლქში დამკვირვებლები არიან: თამილა ჩახნაშვილი – საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი, ბორის კვარაცხელია – სამოქალაქო ინიციატივა – სამართლიანი არჩევნები, თამარ გაჩეჩილაძე – სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.


მასალების გადაბეჭდვის წესი