ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

24 დეკემბერი, 2016 • 4113
სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს, რომელიც 24 დეკემბერს დაიწყო და რვა დღე გაგრძელდება.

“ეს არის განახლების, სიკეთის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ამ დღეებში ებრაელები ყოველდღე სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.  ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს მაქაბელთა მიერ  ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების  აღსანიშნავად ანთებენ,” – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე და მცირე ერების დიდ ერებზე გამარჯვების სიმბოლოა.  წლების განმავლობაში დღესასწაული საქართველოშიც საზეიმოდ აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი