საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 24-25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღესასწაულთან დაკავშირებით, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს სტუმრად ეწვევა კიევის მიტროპოლიტი ონოფრე.

დელეგაცია თბილისში წმინდანის, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნაწილებს ჩამოიტანს, რომლის ხსენებაც ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავს.

“წმიდა ნაწილები წირვა-ლოცვის დროს, 24-25 დეკემბერს, დაბრძანებული იქნება წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და ხალხს ექნება საშუალება თაყვანისცემისა,” – აცხადებენ საპატრიარქოში.

მათივე ინფორმაციით, ლოცვა დაიწყება 18.00 საათზე, ხოლო წირვა- 10.00 საათზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *