ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: უსუფაშვილმა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა

23 დეკემბერი, 2016 • 3852
ირაკლი კობახიძე: უსუფაშვილმა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ სპიკერს და “რესპუბლიკელების” ყოფილ ლიდერს, თავით უსუფაშვილს მან პირადად შესთავაზა საკონსიტტუციო კომისიაში მუშაობა, თუმცა უსუფაშვილმა უარი განაცხადა.

კობახიძემ “სამწუხარო” უწოდა იმ ფაქტს, რომ უსუფაშვილმა კომისიის მუშაობაში ჩართვა ვერ მოახერხა.

“მე პირადად მქონდა კონსულტაცია ბატონ დავით უსუფაშვილთან. მისი ჩართულობა ამ კომისიაში იქნებოდა ძალიან ღირებული, თუმცა მან განაცხადა, რომ ის პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა მონაწილეობას, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პოლიტიკური წარსული და პოლიტიკური აწმყო, ის ვერც ექსპერტის რანგში ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ეს გახდა მიზეზი იმ სამწუხარო გარემოებისა, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში. ძალიან ღირებული იქნებოდა მისი მონაწილეობა კომისიის მუშაობაში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დღეს, 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა, კობახიძის განცხადებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ყოფილი “რესპუბლიკელი”, ვახტანგ ხმალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი